„ლივერპულის“ თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი ზაფხულში მერსისაიდული კლუბის დატოვებას და მადრიდის „ატლეტიკოში“ გადასვლას აპირებს. ამის შესახებ Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა ხავი გომარამ განაცხადა.
წყაროს ცნობით, ურუგვაელი თავდამსხმელის მიზანი დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით თამაშის შესაძლებლობაა. ნუნიესი დარწმუნებულია, რომ არგენტინელი სპეციალისტი 25 წლის თავდამსხმელის საუკეთესო ფორმაში დაბრუნებას შეძლებს. აღნიშნულია, რომ მადრიდელები ასევე სერიოზულად განიხილავენ ურუგვაელთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას.
დადასტურებულია, რომ დარვინის აგენტმა უკვე შესთავაზა თავდამსხმელის მომსახურება რამდენიმე გუნდს, რომელთა მიმართაც ყველაზე დიდ ინტერესს ყოველთვის საუდის არაბეთის კლუბები იჩენენ. „ლივერპული“ მზადაა ამ ზაფხულს ნუნესის გაყიდვისთვის, რადგან სურს 2022 წელს „ბენფიკადან“ მისი ტრანსფერისთვის დახარჯული 75 მილიონი ევროს ნაწილის ამოღება.
ადრე ცნობილი გახდა, რომ „ატლეტიკოს“ არგენტინელი თავდამსხმელი ანხელ კორეა სეზონის ბოლოს მადრიდს დატოვებს. მის ნაცვლად ახალი თავდამსხმელის დამატებას აპირებენ.
ამ სეზონში ნუნიესმა ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და ამდენუვე საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი „წითლებთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.