ჩოგბურთი

16:16 | 22.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის კვალიფიკაციის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა და ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ნახევარფინალში პოლონელი ვალენტინ ვაშერო ორ სეტში, 7:6 (7:3), 6:3 დაამარცხა. ბრძოლა პრაქტიკულად მხოლოდ პირველ სეტში იყო, რომელიც ნიკოლოზმა ტაიბრეიკზე მოიგო.

შეხვედრა საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 4 ეისი მიითვალა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, ხოლო მის მეტოქეს ერთი ეისი და ორი ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი კვალიფიკაციის ფინალში ფრანგ ჟოფრი ბლანსანოს შეხვდება, რომელთანაც ფავორიტია. შეხვედრა 23 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095024