„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ალეხანდრო გარნაჩომ ევროპა ლიგის ფინალში „ტოტენჰემთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, არ იცის, რატომ ითამაშა მხოლოდ 20 წუთი და რატომ არ იყო ძირითად შემადგენლობაში:
„ახლა ყველასთვის რთულია, ეს საშინელი სეზონი იყო, ყველაფერი წავაგეთ. რამ არ იმუშავა? ბევრმა რაღაცამ. აქამდე ევროპა ლიგის ყველა მატჩში ვითამაშე, გუნდს დავეხმარე, მაგრამ ფინალში მხოლოდ 20 წუთი მათამაშეს. არ ვიცი, რატომ“, - თქვა გარნაჩომ.
შეგახსენებთ, რომ ალეხანდრო გარნაჩომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 57 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 11 გოლი გაიტანა.