ფეხბურთი

17:45 | 22.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ამორიმი: "ჩემს საქმეში დარწმუნებული ვარ, არაფრის შეცვლას არ ვაპირებ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

როგორც მან თქვა, თავის საქმეში დარწმუნებულია და არაფრის შეცვლას არ აპირებს:

„თუ კლუბი და ფანები ჩათვლიან, რომ მე შესაფერისი არ ვარ, მეორე დღესვე მშვიდად წავალ, პოლემიკის გარეშე. თუმცა, რა თქმა უნდა, არ გადავდგები, რადგან ჩემს საქმეში დარწმუნებული ვარ და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ“, - აღნიშნა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ სეზონი უტიტულოდ დაასრულა და მომდევნო სეზონში ევროტურნირებზეც ვერ ითამაშებს. ამორიმის ხელმძღვანელობით კლუბის შედეგები გაცილებით გაუარესდა, ვიდრე მისი წინამორბედის, ერიკ ტენ ჰაგის დროს იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168007