ფეხბურთი

20:20 | 22.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნო ფერნანდეშმა "მანჩესტერში" თავის მომავალზე ისაუბრა

„მანჩესტერ იუნაიტედში“ ბრუნო ფერნანდეშის მომავალი ბუნდოვანია, ვრცელდება ხმები, რომ პორტუგალიელმა შეიძლება ზაფხულში კლუბი დატოვოს.

თუმცა, როგორც ბრუნომ თქვა, ის კლუბს მხოლოდ მაშინ დატოვებს, როცა ამას მანჩესტერში გადაწყვეტენ, ხოლო თვითონ ფინანსურად უფრო მომგებიან შეთავაზებებს ყურადღებას არ აქცევს.

„მე არასდროს ვუყურებდი ფინანსებს, თუ ამაზე აქცენტის გაკეთება მომინდებოდა, ამის შესაძლებლობა ყოველთვის მექნებოდა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის. მე ტიტულების მოგება და საუკეთესო ტურნირებში მონაწილეობა მინდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ აქ დავრჩებოდი მანამ, სანამ კლუბი არ მეტყოდა, რომ წასვლის დრო იყო. როცა კლუბში გადაწყვეტენ, რომ ზედმეტი ვარ ან ჩვენი დაშორების დროა, წავალ, ფეხბურთი ასეთია, არასოდეს იცი, რა მოხდება“, - თქვა ბრუნომ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ეს სეზონი ჩააგდო და მომდევნო სეზონში ევროტურნირებზეც ვერ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096249