ფეხბურთი

18:50 | 22.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკა მოდრიჩი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ "რეალს" დატოვებს
"ვამაყობ, რომ ისტორიაში საუკეთესო კლუბის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქის ნაწილი ვიყავი"

ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალს“ ზაფხულში დატოვებს. როგორც ხორვატმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, შაბათს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბოლოჯერ ითამაშებს.

ის „რეალის“ ღირსებას ზაფხულში გასამართ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც დაიცავს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.

„მოვიდა დრო, რომლის მოსვლის სურვილი არასდროს მქონია - შაბათს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბოლო მატჩს ვითამაშებ. „რეალში“ თამაშმა ჩემი ცხოვრება, როგორც ფეხბურთელის და როგორც ადამიანის შეცვალა. ვამაყობ, რომ ისტორიაში საუკეთესო კლუბის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქის ნაწილი ვიყავი. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ხნის განმავლობაში დამეხმარა. ამ წლების განმავლობაში განვიცადე წარმოუდგენელი მომენტები, ყველაფერი მოვიგეთ და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან, ძალიან ბედნიერი.

თუმცა, ტიტულების გარდა, გულში „რეალის“ ყველა გულშემატკივრის სიყვარულიც მაქვს. არასდროს დამავიწყდება ყველა ის თბილი ჟესტი, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ. ნამდვილად არ ვიცი, როგორ ავხსნა ის განსაკუთრებული კავშირი, რაც თქვენთან მაქვს. სიამაყით, მადლიერებითა და დაუვიწყარი მოგონებებით სავსე მივდივარ. მიუხედავად იმისა, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ამ მაისურს მოედანზე აღარ ჩავიცვამ, ყოველთვის „რეალის“ გულშემატკივარი ვიქნები. Hala Madrid და არაფერი სხვა!“, - დაწერა ლუკამ სოციალურ ქსელში.

ლუკა მოდრიჩმა 2012 წლიდან დღემდე მადრიდის „რეალის“ რიგებში ჩატარებულ 590 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 95 საგოლე პასი მიითვალა. მან ესპანურ გრანდში 27 ტიტული მოიგო: 4-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 2-ჯერ ესპანეთის თასი, 5-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 5-ჯერ ევროპის სუპერთასი და ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი. ასევე, გახდა ოქროს ბურთის მფლობელი.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას 39 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167181