კალათბურთი

19:18 | 22.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2029-ის მასპინძლები გაირკვა: გახსნის მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" იქნება

კალათბურთში ევროპის 2029 წლის ჩემპიონატს ისევ ოთხი ქვეყანა უმასპინძლებს, რომელთა ვინაობა ფიბამ ოფიციალურად დაადასტურა.

ევრობასკეტ 2029 ესპანეთში, საბერძნეთში, ესტონეთსა და სლოვენიაში ჩატარდება. რაც შეეხება კონკრეტულად მასპინძელ ქალაქებს, ესენია: მადრიდი, ათენი, ტალინი და ლუბლიანა.

აღსანიშნავია, რომ ევრობასკეტის გახსნის მატჩი მადრიდში, არც მეტი, არც ნაკლები - „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გაიმართება. ასე რომ, შეიძლება კალათბურთში მაყურებელთა დასწრების რეკორდიც დამყარდეს.

აქვე გეტყვით, რომ მადრიდი უმასპინძლებს, როგორც ჯგუფურ, ისე პლეი-ოფის ეტაპს, ხოლო ათენში, ტალინსა და ლუბლიანაში მხოლოდ ჯგუფური ტურნირის მატჩები გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09598