ფეხბურთი

22:00 | 22.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის ოთხთა ფინალისთვის

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ერთა ლიგის ოთხთა ფინალისთვის შემადგენლობა დაასახელა.

„ბუნდესნაკრებში“ მოახლოებული ორი მატჩისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის, ორი დებიუტანტია - „ჰოფენჰაიმის“ ნახევარმცველი ტომ ბიშოფი და „შტუტგარტის“ თავდამსხმელი ნიკ ვოლტემადე. ნაკრებს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.

გერმანიის ნაკრები შინ გასამართ ერთა ლიგაზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:

მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ალექსანდრ ნიუბელი (შტუტგარტი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)

მცველები: რობერტ ანდრიხი (ლევერკუზენი), ვალდემარ ანტონი (დორტმუნდი), იან ორელ ბისეკი (ინტერი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), რობინ კოხი (აინტრახტი), მაქსიმილიან მიტელშტადტი (შტუტგარტი), დავიდ რაუმი (ლაიფციგი), ჯონათან ტაა (ლევერკუზენი)

ნახევარმცველები: კარიმ ადეიემი (დორტმუნდი), ნადიმ ამირი (მაინცი), ტომ ბიშოფი (ჰოფენჰაიმი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ლეონ გორეცკა (ბაიერნი), რობინ გოზენსი (ფიორენტინა), პასკალ გროსი (დორტმუნდი), ფელიქს ნმეჩა (დორტმუნდი), ალექსანდრ პავლოვიჩი (ბაიერნი), ლეორი ზანე (ბაიერნი), ანჯელო შტილერი (შტუტგარტი), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი)

თავდამსხმელები: ნიკლას ფიულკრუგი (ვესტ ჰემი), დენის უნდავი (შტუტგარტი), ნიკ ვოლტემადე (შტუტგარტი)

გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენში პორტუგალიას უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში ფინალში გავა, ხოლო წაგების შემთხვევაში მესამე ადგილისთვის თამაში მოუწევს. მეორე ნახევარფინალში ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09248