კატალონიის „ბარსელონამ“ რაფინიას ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის საფუძველზე ფეხბურთელი ესპანურ გრანდში 2028 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.
ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, მაგრამ განახლებული კონტრაქტის ფინანსური დეტალები უცნობია.
რაფინია „ბარსელონამ“ 2022 წელს 42 მილიონ ევროდ „ლიდსიდან“ შეიძინა. მას შემდეგ 143 მატჩში 54 გოლი გაიტანა.