„დინამო თბილისის“ ყოფილმა ესპანელმა მწვრთნელმა ანდრეს კარასკომ ფრანგულ მედიასთან ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ხვიჩა თავისი თამაშით თანაგუნდელებსაც უკეთესს ხდის.
„შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა არის ის მოთამაშე, რომელიც პსჟ-ს იდიალურ გუნდად ყოფნისთვის აკლდა. როდესაც მის თამაშებს ვუყურებთ, განსაკუთრებით დიდ მატჩებში, ჩანს თუ როგორ განვითარდა ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით. კვარაცხელია თავისი თამაშით თანაგუნდელებსაც უკეთესს ხდის, რადგან მზადაა მათთვის თავი გაწიროს.“ - თქვა კარასკომ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეს კარასკო „დინამო თბილისის“ აკადემიის ხელმძღვანელადაც მუშაობდა.
ცნობისთვის ხვიჩა კვარაცხელიას სწორედ თბილისური გუნდის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ ყველა ტურნირის გათვალისწინებით 24 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში.