ფეხბურთი

0:40 | 23.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმის" ფრე პლეი-აუტის პირველ მატჩში

გერმანიის ბუნდესლიგის პლეი-აუტის პირველ მატჩში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „ელვერსბერგს“ დაუზავდა.

ფრანკ შმიდტის გუნდისთვის თამაში ძალიან ცუდად მიმდინარეობდა, რადგან პირველი ტაიმი 0:2 წააგო და არაფერი გამოსდიოდა. თუმცა, შესვენებაზე შმიდტმა სამი შეცვლა გააკეთა.

ბუდუც მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა და „ჰაიდენჰაიმი“ ბევრად აქტიური გახდა, რაც ასევე შეცვლაზე შესული ლეო სიენცას დამსახურებაცაა, რომლის ორ დარტყმა ორი გოლი მოჰყვა.

ბრაზილიელის დარტყმები მეკარემ მოიგერია, მაგრამ ორივე შემთხვევაში დამატებაზე მასპინძლებმა გაიტანეს. 62-ე წუთზე ტიმ ზირსლებენმა შეაგდო, ხოლო ორი წუთის მერე მატიას ჰონსაკმა.

მასპინძლებს ბევრი დრო ჰქონდათ გამარჯვების გოლის გასატანად, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს და ფრეს დასჯერდნენ - 2:2. ზივზივაძემაც სცადა გატანა, თუმცა არ გამოუვიდა.

ქართველ ფორვარდს „ჰაიდენჰაიმში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.

საპასუხო მატჩი 26 მაისს გაიმართება და ყველაფერი იქ გადაწყდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.2098