ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ უქომაგებს.
გარდა ამისა, ტოტიმ ლუის ენრიკეზე ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელობით 2011-2012 წლების სეზონში „რომაში“ უმუშავია.
„შესანიშნავ ფინალს ველოდები, ორი დიდი გუნდი შეხვდება ერთმანეთს, რომლებმაც ძალიან კარგი გზა გაიარეს. ლუის ენრიკეს არაფერს ვუკარგავ, მაგრამ ჩვენ, იტლიაში ყველა „ინტერს“ ვუქომაგებთ. როგორც ეს უნდა იყოს.
ლუის ენრიკე შესანიშნავი ადამიანი და მწვრთნელია. „რომაში“ მას გაუჭირდა, რაც ნორმალურია, როცა ქალაქს იცვლი, თავიდან მისთვის ძნელი იყო, ცოტა პრობლემები ჰქონდა, ამის შემდეგ ყველგან კარგად იმუშავა. პარიზში იპოვა თავისი სტაბილურობა და დაამტკიცა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“, - თქვა ტოტიმ.