„ლიონის“ ფეხბურთელ ნემანია მატიჩს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება. საქმე ისაა, რომ სერბმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ანჟერის“ წინააღმდეგ ლგბტ+ თემის მხარდასაჭერი ცისარტყელა ზოლების დასაფარად სახვევები გაიკეთა.
ლიგა 1-ის ბოლო ტურში ერთგვარი აქცია იყო, რომელშიც ყველა კლუბი ჩაერთო. მატიჩი გამოდგა ის გამონაკლისი, რომელმაც ფერების დაფარვა გადაწყვიტა და სახვევებით ითამაშა.
სწორედ ამიტომ LFP (საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგა) „ლიონის“ ნახევარმცველის განმარტებებს მოისმენს, რათა საკითხი გაარკვიოს და მოსალოდნელია, რომ დისკვალიფიკაციით დასჯიან, რომელიც უკვე მომდევნო სეზონში იმოქმედებს, რადგან ლიგა 1-ში ეს სეზონი უკვე დასრულდა.