თამაშგარე

10:10 | 23.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სატრფო თუ მისი დედა?

დიდი მამაძაღლი ვინმე ყოფილა მადრიდის „რეალის“ მცველი ფრენ გარსია. ჩვენ რომ გვეგონა, ეს ბიჭი ჭიას არ გააღვიძებსო და წყნარად დაფაჩუნებს პირინეის სერებსა და მდელოებზეო, თურმე მის თავში სულ სხვა ფიქრები იხარშება და ისეთ რამეებს გეგმავს და შესაძლოა ახორციელებს, ბევრ გამოცდილ მექალთანესაც კი რომ არ დაესიზმრება.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში უცნაური ჭორი გავრცელდა, რომ ფრენ გარსიამ სამი წლის განმავლობაში მისი შეყვარებული ესტელა ლამასი, მიატოვა და ეს მშვენიერი მოდელი არც მეტი, არც ნაკლები, მის დედაზე გაცვალა. შეიძლება ეს სიმართლე იყოს? ესპანური ბულვარული მედიის აზრი ამ თემაზე ორად იყოფა. უმეტესობა ირწმუნება, ესტელას დედა, ქალბატონი ხულია ისეთი ვინმეა, თავად „მოჩანგლავდა“ შვილის ყოფილ სატრფოსო, თუმცა სხვები ამ ამბავს საერთოდ უარყოფენ.

ფაქტი ისაა, რომ ფრენმა და ესტელამ ერთმანეთი არ წაშალეს სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“, მაგრამ მხოლოდ ამ ფაქტით ვერ ვიხელმძღვანელებთ. თუ ჭორი სიმართლეა, ძნელი დასაჯერებელია, რომ დედა-შვილი ოდესმე გააგრძელებენ ურთიერთობას. თუმცა, ჩვენს დროში რა არ „მოსულა“ და რა არ გაგვიგია...

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.160772