UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელმა, ჰენრი სეხუდომ ერთ-ერთ პოდკასტში მერაბ დვალიშვილისა და შონ ო’მალის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ბრძოლაში ფავორიტი ქართველი მებრძოლია, თუმცა მერაბს მთავარი თავის ტკივილი წინ ელის.
„ვფიქრობ მერაბი შონ ო’მალისთან დიდი ფავორიტია და მარტივად გაიმარჯვებს, მაგრამ მას მთავარი თავის ტკივილი კორი სენდჰეგენის სახით წინ ელოდება. ვთვლი, რომ ამ დივიზიონში მერაბს ყველაზე მეტად სწორედ კორის წინააღმდეგ გაუჭირდება. ყველამ ვნახეთ, თუ როგორი დამაჯერებელი იყო ფიგერედოსთან, ის იმსახურებს საჩემპიონო ჩხუბს, რომელსაც აუცილებლად მიიღებს.“ - განაცხადა სეხუდომ.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის დაცვას შონ ო’მალისთან შეეცდება, ბრძოლა 7 ივნისს (საქართველოს დროით 8 ივნისი) UFC 316-ზე გაიმართება.