NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალურ შეხვედრაში მეორე მატჩიც დამაჯერებლად მოიგო "ოკლაჰომა სითი თუნდერმა", რომელმაც საკუთარ დარბაზში "მინესოტა ტიმბერვულზი" 15 ქულიანი უპირატესობით 118:103 დაამარცხა და სერიაში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა 2:0.
შეხვედრის დაწყების წინ "ოკლაჰომას" კანადელმა ლიდერმა შეი გილჯეს-ალექსანდერმა რეგულარული სეზონის MVP-ის ჯილდო მიიღო. კანადელი აღნიშნულ შეხვედრაშიც საუკეთესო იყო და მატჩი 38 ქულით, 3 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით და 3 ჩაჭრით დაამთავრა.
გუნდებს შორის შემდეგი მატჩი კვირას, 25 მაისს, მინესოტაში გაიმართება.