საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ემპოლის" ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე ინგლისის პრემიერლიგის კლუბის "ნოტინგემ ფორესტის" ინტერესთა სფეროშია. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა yardbarker-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ "ნოტინგემის" მესვეურებმა მომდევნო სეზონისთვის მზადება დაიწყო და 5 შესაძლო ტრანსფერს განიხილავს, სადაც ერთ-ერთი სწორედ საბა გოგლიჩიძეა, რომელსაც ბრაზილელი მცველი მურილიოს შემცვლელად მოიაზრებენ.
"საბა გოგლიჩიძემ ამ სერია A-ს ამ სეზონში უკვე 32 მატჩი ჩაატარა და მისმა თამაშმა ისეთი გუნდების ყურადღება მიიქცია, როგორებიც "იუვენტუსი", "რომა" და "მილანი" არიან. იმ შემთხვევაში თუ მურილიოს ევროპული გიგანტები ამ ზაფხულში იყიდიან "ნოტინგემმა" 20 წლის ქართველი მცველი უნდა იყიდოს, მილენკოვიჩის მაგალითმა გვაჩვენა, რომ სერია A-ს მცველები იმედებს ამართლებენ და სტაბილურად თამაშობენ. საბა გოგლიჩიძე მილენკოვიჩის მსგავსად სწრაფია და ორთაბრძოლებში შესვლის დროს დამაჯერებელად გამოიყურება." წერს გამოცემა ქართველ ფეხბურთელზე.
საბა გოგლიჩიძის გარდა, "ნოტინგემის" ინტერესთა სფეროში არიან: რაიან შერკი, ჯონათან დევიდი, ჯოერლ ჰატო და ლიამ დელაპი.
20 წლის ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი "ემპოლის" რიგებს "ქუთაისის ტორპედოდან" შეუერთდა, მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა.