ფეხბურთი

13:55 | 23.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიას" ფეხბურთელ კიკე სალასს უკანონო ფსონების განთავსების გამო 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება

"სევილიას" ფეხბურთელი კიკე სალასი თაღლითობაშია ბრალდებული, რის გამოც 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება. როგორც ესპანური გამოცემები იტყობინებიან, ფეხბურთელს ბრალად უკანონო ფსონების განთავსება ედება.

ფეხბურთელის ტელეფონში ნაპოვნი მინაწერების შედეგად, დგინდება, რომ კიკე სალასი დამატებითი ჰონორარის მიღების მიზნით, მეგობარს წინასწარ ატყობინებდა მიიღებდა, თუ არა მატჩში ყვითელ ბარათს.

მიმოწერაში ნაჩვენები ფაქტის მიხედვით, სალასის მეგობარმა 14 აპრილს "ლას პალმასთან" მატჩის წინ 5 სხვადასხვა ბუკმეკერულ საიტზე 5 ფსონი განათავსა, 5 ივე მათგანში ფსონი სალასის ყვითელ ბარათზე დადო და ყველა მათგანი მოიგო.

გამოძიების შედეგად, კიკემ 2023-2024 წლების სეზონის 5 მატჩში მიიღო საეჭვო ყვითელი ბარათი. ჯერ ჯერობით "სევილიას" ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის კიკე სალასს იანვარში ახლოს იყო "ლაციოში" გადასვლასთან, თუმცა ტრანსფერის განხორციელებას ხელი სწორედ ფეხბურთელის ამ ქმედებამ შეუშალა. 23 წლის ფეხბურთელს "სევილიასთან" კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093461