ფეხბურთი

16:44 | 23.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "ის რასაც ერთად მივაღწიეთ, სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში"

იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მადრიდის "რეალს" დაემშვიდობა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა წერილი გაავრცელა, სადაც "ლოს ბლანკოსს" ემოციურად ემშვიდობება.

"დღეს ჩვენ კვლავ სხვადასხვა გზებით მივდივარ. მე გულში ვინახავ ყოველ წამს და მომენტს, რაც ამ შესანიშნავ მეორე ეტაპზე გავატარე, როგორც მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა."

"ეს იყო დაუვიწყარი წლები, საოცარი მოგზაურობა სავსე ემოციებით, ტიტულებით და უპირველეს ყოვლისა, სიამაყე ამ ფარის წარმოჩენით".

"მადლობა პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, კლუბს, ჩემს ფეხბურთელებს, ჩემს პერსონალს და, უპირველეს ყოვლისა, ამ უნიკალურ გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის მაგრძნობინებდა თავს ერთ-ერთ მათგანად".

“რასაც ერთად მივაღწიეთ სამუდამოდ დარჩება მადრიდისიმოს მეხსიერებაში... არა მხოლოდ ტრიუმფებისთვის, არამედ იმისთვის, თუ როგორ მივაღწიეთ მათ. ბერნაბეუს ჯადოსნური ღამეები უკვე ფეხბურთის ისტორიაა“.

“ახლა ახალი თავგადასავალი იწყება, მაგრამ ჩემი კავშირი მადრიდის რეალთან მარადიულია. მალე გნახავთ მადრიდისტებო! ”.

"Hala Madrid Y Nada M ás! ”. - წერს კარლო ანჩელოტი.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნული ნაკრებს ჩაიბარებს, იტალიელი სპეციელასტი სამწვრთნელო კარიერაში პირველად იქნება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

აქვე გეტყვით, რომ კარლო ანჩელოტის ყველაზე მეტი ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული 5, აქედან 2-ჯერ "მილანთან" ერთად მოიგო, ხოლო 3-ჯერ მადრიდის "რეალთან" ერთად.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094802