საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ის ნახევარფინალში ამერიკელი მარტინ დამი სამ სეტში: 7:5, 6:7, 7:6 დაამარცხა.
შეხვედრა ორ საათსა და 25 წუთს გაგრძელდა, გადამწყვეტ მატჩში გამსვლელის ბედი კი ტაი ბრეიკზე გადაწყდა, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 286-ე ნომერმა ფურცელაძემ 9:7 მოიგო.
ფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება და საბას მეტოქე იტალიელი, 18 წლის ფედერიკო ჩინა იქნება.