ჩოგბურთი

17:30 | 23.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა კვალიფიკაცია დაძლია და როლან გაროსის ძირითად ბადეში ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეში ითამაშებს. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია.

ბასილაშვილმა კვალიფიკაციაში ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო, მათ შორის, დღეს, ფინალში ფრანგ ჟოფრი ბლანსონს ორ სეტში, 6:2, 6:4 აჯობა. შეხვედრა საათსა და 28 წუთს გაგრძელდა, ნიკოლოზი კორტზე უფრო მაღალი კლასის ჩოგბურთელი იყო და გამარჯვება არ გასჭირვებია.

ბასილაშვილმა 2 ეისი მიითვალა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, ხოლო მეტოქეს 4 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის პირველ წრეში 21 წლის პორტუგალიელ ენრიკე როშას შეხვდება, რომელიც ძირითად ბადეში ასევე კვალიფიკაციის გავლის შედეგად მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169935