„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი „ბარსელონას“ მხრიდან ლუის დიასის ინტერესს გამოეხმაურა. როგორც მან თქვა, მას რაფინია და ლამინ იამალი მოსწონს...
გარდა ამისა, ნიდერლანდელმა მოჰამედ სალაჰსა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდზეც გააკეთა კომენტარი:
„მესმის, რომ დეკუ ლუის დიასის დიდი თაყვანისმცემელია, მეც ვარ. ვსაუბრობთ შესანიშნავ ფეხბურთელზე, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. მეც აღფრთოვანებული ვარ იამალით და რაფინიათი...
ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ იმით, რაც ალექსანდერ-არნოლდმა ვარჯიშებზე გააკეთა. ნებისმიერ შემთხვევაში ის წავა, ამიტომ, შეიძლება იყოს ჩაბი ალონსოსთვის პირველი საჩუქარი. ტრენტს ვუთხარი, რომ ის უკეთესია, ვიდრე ხალხს ჰგონია, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ აჩვენებს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ოქროს ბურთს სალაჰი მოიგებს. შესაძლოა, მას საუკეთესო სეზონი ჰქონდა და ამიტომ შანსი ექნება. რა თქმა უნდა, ერთადერთი არ არის, ვინც ამ ჯილდოსთვის იბრძვის, მაგრამ აქვს თავისი შანსი და ის ფეხბურთელია, რომელიც საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროსაა“, - თქვა სლოტმა.