ფეხბურთი

22:20 | 23.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" შესაძლოა "მილანის" გარემარბი დაიმატოს

მიუნხენის „ბაიერნმა“ შესაძლოა „მილანიდან“ რაფაელ ლეაუ დაიმატოს. ფლორიან ვირტცისთვის ბრძოლაში გერმანულ გრანდს სავარაუდოდ, „ლივერპული“ აჯობებს, რის გამოც „რეკორდმაისტერის“ გეგმები იცვლება.

ვირტცის ტრანსფერზე ხელმოცარვის შემთხვევაში „ბაიერნი“ სწორედ პორტუგალიელი შემტევის გადაბირებას ეცდება. „მილანი“ სავარაუდოდ, ლეაუს სოლიდური თანხის სანაცვლოდ შეელევა.

რაფაელ ლეაუ „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს და 259 მატჩში 70 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ლილის“ და „სპორტინგის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167697