„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავისივე კომენტარზე განმარტება გააკეთა.
ესპანელმა თქვა, რომ თუ კლუბის ხელმძღვანელობა არ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას, რომ უფრო მჭიდრო შემადგენლობა ჰყავდეს, ვიდრე ღრმა, გუნდს დატოვებს. ამჯერად პეპმა აღნიშნა, რომ ეს ნახევრად ხუმრობით თქვა, მაგრამ არ უარყო ის ფაქტი, რომ გუნდში მეტისმეტად ბევრი ფეხბურთელის ყოლა არ სურს:
„როდესაც ეს ვთქვი, ვიღიმოდი, მაგრამ კონცეფცია უცვლელია: არ მინდა, რომ ძალიან ბევრი ფეხბურთელი მყავდეს, არ მინდა, რომ ფეხბურთელები თამაშის დროს სახლში, ოჯახთან ერთად იყვნენ. ყველას უნდა ჰქონდეს თამაშისა და ერთმანეთთან კონკურენციის შესაძლებლობა, ყველას საკეთილდღეოდ. ეს მთავარია“, - თქვა გვარდიოლამ.