ფეხბურთი

13:15 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის ფეხბურთელების გათავისუფლებას არ ვაპირებთ"

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც ივნისის მატჩებისთვის ნაკრებში გამოიძახა, შეკრების პირველიდან ბოლო დღემდე მის განკარგულებაში იქნებიან.

გერმანელი არც იმ მოთამაშეების გათავისუფლებას აპირებს, რომლის კლუბები 14 ივნისიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებენ:

„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკრებაა, მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე. რატომ უნდა დავუთმოთ ფეხბურთელები კლუბებს, როცა შეგვიძლია ყოველდღე ერთად გავატაროთ? რა ნიშანს მისცემს გუნდს ფეხბურთელების გაშვება? ჩვენ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩატარდება, რომელშიც 32 გუნდი ითამაშებს. ის სტარტს 14 ივნისს აიღებს და ერთი თვის განმავლობაში გასტანს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.085996