კალათბურთი

1:38 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 18 ქულა, "ვირტუსი" "ვენეციასთან" დამარცხდა

იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩი თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ სტუმრად „ვენეციასთან“ 82:89 წააგო.

მასპინძლებმა ტაიმი 10 ქულით მოიგეს, რაც გარდამტეხი გამოდგა, რადგან მეორე ნახევარში სტუმრებმა მხოლოდ ჩამორჩენის ოდნავ შემცირება შეძლეს.

შენგელიამ 22 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა. თორნიკემ ტრავმა მიიღო, რომლის ხარისხი ჯერ უცნობია.

სერიაში „ვირტუსი“ ისევ წინაა (2:1), მეოთხე მატჩი კი, ისევ ვენეციაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094218