იტალიის სერია A-ს 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სკოტ მაკტომინეი გახდა.
„ნაპოლის“ შოტლანდიელმა ნახევარმცველმა ჯილდო დამსახურებულად მიიღო, რადგან სეზონში 12 გოლი გაიტანა, თანაც, თითქმის, ყველა გადამწყვეტი და საკვანძო. საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ანტონიო კონტეს გადაეცა, რაც ასევე ლოგიკურია.
ყველა ნომინაციაში გამარჯვებულთა ჩამონათვალი კი, შემდეგნაირია:
საუკეთესო 23-წლამდე ფეხბურთელი: ნიკო პაცი (კომო)
საუკეთესო მეკარე: მილე სვილარი (რომა)
საუკეთესო მცველი: ალესანდრო ბასტონი (ინტერი)
საუკეთესო ნახევარმცველი: ტიჯანი რეინდერსი (მილანი)
საუკეთესო თავდამსხმელი: მატეო რეტეგი (ატალანტა)
საუკეთესო ფეხბურთელი: სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი)
საუკეთესო მწვრთნელი: ანტონიო კონტე (ნაპოლი)
შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ ერთი ქულით აჯობა „ინტერს“ და იტალიის ჩემპიონი ბოლო სამ სეზონში მეორედ, ხოლო ისტორიაში მეოთხედ გახდა.