ფეხბურთი

11:27 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტეს რეკორდი სერია A-ში

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ რეკორდი დაამყარა: ის სერია A-ს ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც სკუდეტო სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო.

კონტემ 2012, 2013 და 2014 წლებში ზედიზედ სამჯერ იტალიის ჩემპიონატი ტურინის „იუვენტუსს“ მოაგებინა. 2021 წელს იგივე „ინტერში“ მუშაობისას გააკეთა, ხოლო ახლა - „ნაპოლიში“.

აღსანიშნავია, რომ არაოფიციალურად, ეს ფაბიო კაპელოს აქვს გაკეთებული, რომელმაც სკუდეტო „მილანის“, „რომას“ და „იუვენტუსის“ თავკაცის რანგში მოიგო, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, „იუვენტუსს“ კაპელოს პერიოდში მოგებული ორი სკუდეტო ჩამოართვეს. ამიტომაც, ოფიციალურად, კონტემ შეძლო პირველად ამის გაკეთება.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე მწვრთნელის რანგში ინგლისის ჩემპიონიცაა, 2017 წელს, „ჩელსისთან“ ერთად. ფეხბურთელის რანგში კი, კონტეს სკუდეტო „იუვენტუსის“ შემადგენლობაში ხუთჯერ აქვს მოგებული 1995, 1997, 1998, 2002 და 2003 წლებში.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.085496