ფეხბურთი

3:54 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი კონტეზე: "არ უნდა ვაიძულოთ, მწვრთნელებს საკუთარი მენტალიტეტი აქვთ"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სკუდეტოს მოგების შემდეგ ისაუბრა.

მას ჰკითხეს ანტონიო კონტეს მომავალზე, მაგრამ ვერ თქვა, რომ გუნდში დარჩება. დე ლაურენტისს ამის იმედი აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, გარკვეული და გადაწყვეტილი არაფერია.

არასოდეს თქვა არასოდეს. მწვრთნელებს საკუთარი მენტალიტეტი აქვთ. თუ კონტეს სურს, ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყოს, როგორც ეს წელს არაჩვეულებრივად გააკეთა, მე ვამბობ, მზად ვართ. ეს მისი გადასწყვეტია. საქმე კონტრაქტს არ ეხება, რკინის კონტრაქტიც რომ იყოს, მწვრთნელები არ უნდა ვაიძულოთ, პატივისცემა საჭიროა. მე მზად ვარ ის დარჩეს, მაინტერესებს, მისი ნახვა ჩემპიონთა ლიგაზეც.

იმედია, ბოლო სამ სეზონში ორჯერ ჩემპიონობა სტაბილურობის დასაწყისია. ადვილი არ იყო, მაგრამ როდესაც კონტეს შევხვდი, მისმა მენტალიტეტმა მაშინვე ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. გასულ სეზონში ნოემბერში ვცადე მისი მოყვანა, მაგრამ მითხრა, რომ ივნისში შევხვედროდი. ბიჭებმა 76-ე დაბადების დღეზე შესანიშნავი საჩუქარი გამიკეთეს.

დე ბრუინის ტრანსფერი? მოდი, უადგილო კითხვების დასმას ნუ დავიწყებთ. ამ გუნდს არაფერს ვუკარგავ, მაგრამ ვმუშაობთ უფრო კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნაზე, ბევრ და ძლიერ ფეხბურთელს დავიმატებთ“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ბოლო სამ სეზონში მეორედ, ისტორიაში კი, მეოთხედ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.178834