ფეხბურთი

13:50 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ფეხბურთელების კომენტარები სკუდეტოს მოგების შემდეგ

„ნაპოლის“ ფეხბურთელებმა იტალიის ჩემპიონატის მოგების კომენტარი გააკეთეს. ცხადია, ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ და აღნიშნეს, რომ ტიტული დაიმსახურეს.

ჯაკომო რასპადორი: „ატმოსფერო გვიჩვენებს, თუ რა გავაკეთეთ სამ სეზონში ორჯერ. ეს საღამო კულმინაცია იყო. ბევრი ვიტანჯეთ და ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ეს არის მიღწევა, რომელიც ხალხთან ერთად დავიმსახურეთ. შეუძლებელია წარმოდგენა არ გქონდეს, თუ რა გავაკეთეთ. უბრალოდ შეხედეთ სტადიონს. მხოლოდ თამაში და სიხარულის მინიჭება შეგვეძლო ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს მაისური ყველაზე მეტად უყვარს“.

სკოტ მაკტომინეი: „ძნელია იმ ემოციების აღწერა, რასაც განვიცდი. გულშემატკივრებმა ყველაფერი მომცეს. მომდევნო სეზონში ასევე უნდა ვითამაშოთ, ენერგია ძალიან მაღალია“.

რომელუ ლუკაკუ: „ძალიან ბევრი ემოციაა, აღფრთოვანებული ვარ გუნდისა და გულშემატკივრების გამო. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, მაგრამ საბოლოოდ, შევძელით და მთავარი ესაა. რატომ ვუთხარი თანაგუნდელებს, მხოლოდ სასტვენის შემდეგ ეზეიმათ? როდესაც პატარა ვიყავი, ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნი“ – „მანჩესტერის“ ფინალს ვუყურებდი და მას შემდეგ, მხოლოდ საფინალო სასტვენის შემდეგ ვზეიმობ. კონტეს შესაძლებლობებს ძალიან კარგად ვიცნობ. თავიდანვე მჯეროდა, რომ რაღაც მნიშვნელოვნის გაკეთება შეგვეძლო და ეს გავაკეთეთ. „ინტერთან“ სახლის მატჩის შემდეგ მივხვდი, რომ ამის გაკეთება შეგვეძლო“.

ფრანკ-ანდრე ზამბო ანგისა: „ეს სკუდეტო უფრო ლამაზია, ვიდრე ორი წლის წინანდელი, რადგან ბოლო ტურში გამარჯვება საოცარია. ძალიან ემოციური ვარ, ქალაქისთვის ასე მოგება კიდევ უფრო ლამაზია. ბედნიერი ვარ ტიფოზების და ჩემი ოჯახის გამო“.

ალესანდრო ბონჯორნო: „მშვენიერი საღამო იყო, ძალიან ბედნიერები ვართ და ეს ყველაფერი დავიმსახურეთ. პირველივე ვარჯიშიდან ბევრი ვიშრომეთ და ახლა ზეიმი დამსახურებულია. ძალიან რთული წარმოსადგენი იყო თავიდან ჩემპიონობა, მაგრამ დავინახე ის სულისკვეთება, რომლითაც ყოველ ვარჯიშს და მატჩს ვუდგებოდით. ნელ-ნელა მივხვდით, რომ შეგვეძლო ამის გაკეთება. კონტეს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა, მაგრამ პირველ რიგში სურვილს, რომელიც მთელ გუნდს ჰქონდა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ბოლო სამ სეზონში მეორედ, ისტორიაში კი, მეოთხედ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.063535