ჩოგბურთი

16:18 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფურცელაძემ იტალიელი ჩოგბურთელი დაამარცხა და ATP-ის ტურნირი მოიგო

საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის გამარჯვებულია. მზიურის კორტებზე გამართულ ATP ტურნირის ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელ ფედერიკო ჩინას ორ სეტში, 7:6, 6:4 აჯობა.

პირველი სეტი განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა, რომელიც საბამ ტაი ბრეიკზე 7:5 მოიგო, მეორე სეტში კი პირველივე ჩემპიონშიფ პოინტი წარმატებით გამოიყენა და შეხვედრა საათსა და 35 წუთში დასრულდა.

ორივე ჩოგბურთელს 7-7 ეისი ჰქონდა. რაც შეეხება ორმაგ შეცდომებს, ქართველმა 3-ჯერ, ხოლო იტალიელმა 4-ჯერ დაუშვა.

საბა ამ გამარჯვებით მსოფლიო რეიტინგშიც დაწინაურდება, მისი მთავარი მიზანი კი უიმბლდონის შესარჩევ ეტაპზე მოხვედრაა.

ფურცელაძე ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია, ტრავმის შემდეგ რამდენიმე ტურნირის მოგებაც მოახერხა და რეიტინგში დიდი პროგრესი განიცადა. მან ბოლო ერთ კვირაში როგორც ინდივიდუალურ, ასევე წყვილtა თანრიგშიც იასპარეზა და ნახევარფინალშიც გავიდა. საბა რამდენიმე დღეში მოლდოვაში გაემგზავრება, სადაც ასევე ჩელენჯერი ჩატარდება და ძალებს მოსინჯავს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094347
სარეკლამო ადგილი - 99
X x X