„ნაპოლის“ საჩემპიონო ზეიმის დროს „სტადიო მარადონაზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს ანტონიო კონტემ მიმართა.
როგორც მან თქვა, ერთად რაღაც ჯადოსნური გააკეთეს:
„ყველამ ერთად რაღაც ჯადოსნური გავაკეთეთ. თუ გახსოვთ, დიმაროში, პრეზენტაციაზე გითხარით: ეს პირველი შემთხვევაა იყო, როცა რომელიმე ადგილას ჩავედი და მივიღე დიდი სიყვარულს ისე, რომ ჯერ არაფერი მქონდა გაკეთებული. თქვენ უპირობოდ მიმიღეთ, ყველაფერი მომეცით და ვცდილობდი, საუკეთესოდ მეპასუხა. როგორც ყოველთვის ვეუბნები ბიჭებს, ვინც იმარჯვებს, ისტორიას ის წერს, ხოლო სხვები ამ ისტორიას კითხულობენ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ „ნაპოლი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა და პირველივე სეზონში სკუდეტო მოაგებინა.