ფეხბურთი

17:50 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" პრეზიდენტი: "ვირტცს "ლივერპულში" გადასვლა ურჩევნია"

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა დაადასტურა, რომ ფლორიან ვირტცის დამატებას ვერ ახერხებენ.

როგორც ჩანს, 22 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა „რეკორდმაისტერს“ „ლივერპული“ ამჯობინა, სადაც გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

„მაქს ებერლმა მაცნობა, რომ ფლორიან ვირტცს „ლივერპულში“ გადასვლა ურჩევნია. ვერ ვიტყვი, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი“, - უთხრა ჰაინერმა გერმანულ მედიას.

ფლორიან ვირტცი „ლევერკუზენის“ აღზრდილია, რომლის მაისურით დღემდე 197 მატჩში 57 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ გერმანული კლუბი ნიჭიერი შემტევის გაყიდვიდან დაახლოებით 150 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171371
სარეკლამო ადგილი - 99
X x X