ფეხბურთი

18:54 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში სეზონი გოლით დაასრულა (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „უიპეშტმა“ სტუმრად „მტკ ბუდაპეშტი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო გიორგი ბერიძემ გოლი გაიტანა.

ქართველმა შემტევმა მეტოქის კარი 56-ე წუთზე დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი მოედანზე მე-80 წუთამდე იყო, ხოლო დავით კობოურმა შეუცვლელად ითამაშა. ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატი 13 მატჩში ორი გოლით დაასრულა, ხოლო თასზე ორ თამაშში თავი ერთხელ გამოიჩინა. ის „უიპეშტში“ თურქეთიდან იანვარში დაბრუნდა.

„უიპეშტმა“ სეზონი 41 ქულით მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097835