ფეხბურთი

19:43 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

Tuttonapoli-მ სეზონში "ნაპოლის" 5 დაუვიწყარი გოლი დაასახელა: ერთი კვარაცხელიამ გაიტანა

ნეაპოლურმა გამოცემა Tutttonapoli-მ სკუდეტოს მოგების შემდეგ „ნაპოლის“ სეზონი შეაჯამა. მაგალითად, გამოცემამ შეადგინა 5 გოლი, რომელსაც „ნაპოლის“ ტიფოზები ამ სეზონიდან ვერ დაივიწყებენ.

ამ ხუთი გოლიდან ერთი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, „სან სიროზე“, მე-10 ტურში „მილანის“ წინააღმდეგ, ხოლო კიდევ ერთ გოლში, რომელიც ამ სიაში მოხვდა, ბრწყინვალე საგოლე პასი გააკეთა.

„ეს საოცარი გოლი არ იყო, მან ბევრი და კიდევ უკეთესებიც გაიტანა, მაგრამ „მილანის“ წინააღმდეგ კვარას გოლი სიმბოლურია. ეს მისი ბოლო გოლი აღმოჩნდა „აძურის“ რიგებში. მე-5 სეზონში და მხოლოდ ოქტომბერი იყო. პარადოქსულია, რომ სეზონი დასრულდა, მაგრამ გარემარბებში „ნაპოლიში“ მასზე მეტი გოლი ვერავინ გაიტანა. ეს იყო ბოლო დამშვიდობება, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ჯერ კიდევ არავინ არაფერი იცოდა, ალბათ, მხოლოდ ის არ წყვეტდა პსჟ-ზე ფიქრს. თუმცა, სწორია, რომ ეს გოლი გვახსოვდეს, სწორია გვახსოვდეს, რომ "ნაპოლიმ" დაუჯერებელი სკუდეტოს მოგება ტექნიკური ლიდერის გარეშე შეძლო“, - წერს Tuttonapoli.

„ნაპოლის“ ჩემპიონობის სეზონში ხუთ დაუვიწყარ გოლში გამოცემამ ასევე შეიყვანა მეორე ტურში „ბოლონიასთან“ ჯოვანი დი ლორენცოს გოლი, როდესაც კვარამ საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩამ „პარაშუტის“ სტილის გადაცემით დი ლორენცო მეკარესთან პირისპირ დატოვა.

დანარჩენ სამ გოლს რაც შეეხება: მე-18 ტურში „ვენეციასთან“ მატჩის მიწურულს ჯაკომო რასპადორის გოლი, 21-ე ტურში რომელუ ლუკაკუს გოლი „ატალანტასთან“ და 27-ე ტურში „ინტერთან“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფილიპ ბილინგის გოლი, რამაც „ნაპოლი“ წაგებისგან იხსნა და როგორც შემდგომ გაირკვა, ეს გოლი სეზონში გადამწყვეტიც გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ჩემპიონობაში წვლილი ნახევარ სეზონში ჩატარებული 17 მატჩით, 5 გოლით და 3 საგოლე პასით შეიტანა. ის იტალიის ჩემპიონი გახდა, მაგრამ ოქროს მედალს ვერ მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095685