ფეხბურთი

20:09 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

2017 წლის შემდეგ პირველად: "სანდერლენდი" პრემიერლიგაში დაბრუნდა

8-წლიანი პაუზის შემდეგ „სანდერლენდი“ პრემიერლიგაში დაბრუნდა. ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალში „უემბლიზე“ „შავმა კატებმა“ „შეფილდ იუნაიტედი“ დრამატულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხეს.

„შეფილდი“ წყვილში აშკარა ფავორიტი იყო, თამაშიც ბევრად აქტიურად დაიწყო და 25-ე წუთზე ტაირის კემპბელის გოლით დაწინაურდა. მალევე „შეფილდმა“ მეორეც გაიტანა, მაგრამ VAR-მა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გააუქმა და „სანდერლენდი“ გადარჩა.

მეორე ტაიმშიც არაფერი იცვლებოდა, თითქოს, „შეფილდს“ საქმე გამარჯვებამდე მიჰყავდა, მაგრამ მატჩის მიწურულს სიტუაცია შეიცვალა. „სანდერლენდმა“ 75-ე წუთზე ელიეზე მაიენდას გოლით გაათანაბრა, ხოლო 95-ე წუთზე, როცა ყველა უკვე დამატებით დროს ელოდა, ტომ უოტსონმა სულაც გამარჯვების გოლი შეაგდო!

„სანდერლენდი“ პრემიერლიგაში ბოლოს 2016-2017 წლების სეზონში იყო, როცა გავარდა და მას შემდეგ მძიმე პერიოდი ედგა, მესამე დივიზიონშიც იყო ზედიზედ ოთხი სეზონი, ახლა კი, როგორც იქნა, ელიტას დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში მანამდე „ლიდსი“ და „ბარნლი“ გადავიდნენ, ხოლო თავის მხრივ, პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში „ლესტერი“, „იფსვიჩი“ და „საუთჰემპტონი“ გავარდნენ.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.158007
სარეკლამო ადგილი - 99
X x X