ფეხბურთი

20:12 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„დილამ“ სტუმრად „კოლხეთს“ აჯობა

დღეს, 24 მაისს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ორი შეხვედრა იმართება. ერთი უკვე დასრულდა. გორის „დილა“ „კოლხეთს“ ფოთში ესტუმრა და 1:2 დაამარცხა. მსაჯმა მატჩს 12 წუთი დაამატა. მოწინააღმდეგეებმა ორი პენალტი ვერ გაიტანეს.

ანგარიში 37-ე წუთზე სტუმარმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გახსნა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე ფოთელებმა თერთმეტმეტრიანის უფლება მიიღეს, მათმა საუკეთესო მეგოლემ გიორგი აბუაშვილმა მეკარე დემეტრე ბულისკერიას ვერ აჯობა, მაგრამ თავადვე დამატებაზე იმარჯვა და ანგარიში გაათანაბრა.

შემდეგ სტუმართა „ჯერი“ დადგა 62-ე წუთზე სენეგალელმა იბრაჰიმა დრამემ ლუკა სანიკიძეს ვერ აჯობა.

თუმცა მეოთხმოცე წუთზე ოთარ ფარულავამ მაინც იძალა და გორელებმა 1:2 გაიმარჯვეს, 35 ქულა მოაგროვეს და ისევ მეორე ადგილზე დგანან.

დღესვე მოგვიანებით „ქართული კლასიკო“ გაიმართება. 21 საათზე თბილისის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167872