ფეხბურთი

21:02 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმი" და ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონები ზედიზედ მეორედ გახდნენ

გრაცის „შტურმი“, სადაც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, ზედიზედ მეორედ ავსტრიის ჩემპიონი გახდა.

ბუნდესლიგის ბოლო ტურში გრაცელებმა უშუალო კონკურენტ „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლეს და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ეს შედეგი „შტურმს“ აძლევდა ხელს, რომელმაც ჩემპიონობა მოახერხა.

კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „ვოლფსბერგერის“ რიგებში 75-ე წუთამდე იყო მოედანზე სანდრო ალთუნაშვილი.

„შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი, მეხუთედ გახდა (1998, 1999, 2011, 2024, 2025), ხოლო მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს. შარშან "შტურმი" ჩემპიონობად პირდაპირ მოხვდა ლიგის ფაზაში, მაგრამ ამჯერად იქ მოსახედრად პლეი-ოფის გავლა მოუწევს.

ოთარ კიტეიშვილმა ბუნდესლიგის ეგიდით 2024-2025 წლების სეზონში 32 მატჩში 12 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თანაც ზედიზედ მეორედ. გარდა ამისა, ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა, სადაც გოლი გაიტანა, ფრანგული „ლილის“ კარში.

კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს და მეოთხე ტიტული მოიგო: 2024 და 2025 წლებში ზედიზედ ორჯერ ავსტრიის ჩემპიონატი, ხოლო 2023 და 2024 წლებში ასევე ზედიზედ ორჯერ ავსტრიის თასი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.181067