ჩოგბურთი

21:04 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მე-100 ტიტული მოიგო

დიდი სლემის 24-გზის ჩემპიონმა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მე-100 ტიტული მოიგო. დღეს, 24 მაისს, ჟენევაში (შვეიცარია) გამართულ ATP-250 თიხის კორტის ტურნირზე მან მსოფლიოს 31-ე ჩოგანი პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი ანგარიშით 5:7, 7:6 (7:2), 7:6 (7:2) დაამარცხა.

ჟენევაში მოპოვებული ტიტული ჯოკოვიჩისთვის ამ სეზონში პირველი გახლდათ. გასულ სეზონში მან პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ერთეულთა თანრიგში ოქროს მედალი მოიპოვა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი შემდეგ საფრანგეთის ღია პირველობაზე იასპარეზებს, სადაც შეჯიბრის დასაწყისში ამერიკელ მაკენზი მაკდონალდს დაუპირისპირდება. როლან გაროსი 2025 25 მაისს იწყება და 8 ივნისს მთავრდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096858