სხვა

21:46 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხაბიბ ნურმაგომედოვმა „კრასნოდარს“ ისტორიული ჩემპიონობა მიულოცა

36 წლის UFC-ის დიდების დარბაზის წევრი და UFC-ის ყოფილი მსუბუქი წონის ჩემპიონი (70 კგ-მდე) ხაბიბ ნურმაგომედოვი 2024/2025 წლების რუსეთის ჩემპიონატში „კრასნოდარის“ ჩემპიონობას გამოეხმაურა.

რუსეთის პრემიერ ლიგის 30-ე ტურის მატჩში „ხარებმა“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხეს (3:0) და ცხრილში პირველი ადგილი დაიკავეს. ეს ჩემპიონობა კლუბის ისტორიაში პირველი გახლდათ. შეგახსენებთ, რომ წლების წინ „კრასნოდარის“ ლიდერი ჩვენი თორნიკე ოქრიაშვილი გახლდათ.

„კრასნოდარ“, გილოცავთ, ისტორიული გამარჯვებას. კიდევ უფრო ბედნიერი ვარ სერგეი გალიცკის გამო (კლუბის პრეზიდენტი)“, - დაწერა ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში.

30 ჩატარებული მატჩის შემდეგ გუნდს 67 ქულა აქვს. მურად მუსაევის გუნდი ერთი ქულით უსწრებს „ზენიტს“, რომელმაც სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. ცსკა მესამე ადგილზეა 59 ქულით.

თუმცა, ჯერჯრობით, რუსული გუნდები, ქვეყნის ურაინაში შეჭრისა და აგრესიის გამო, საერთაშორისო შეჯიბრებებიდან იზოლირებული არიან და ევროთასებზე მონაწილეობას ვერ იღებენ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168841