ფეხბურთი

22:31 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "გუნდით ძალიან ვამაყობ"

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ქართველ ნახევარმცველს ასევე გადაეცა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. აღსანიშნავია, რომ „შტურმი“ ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონი და ორჯერვე ბუნდესლიგამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კიტე დაასახელა:

„გუნდით წარმოუდგენლად ვამაყობ, საჩემპიონო ჯგუფში მხოლოდ ერთი თამაში წავაგეთ. ყველაფერი გავაკეთეთ. ბოლომდე არაფერი იყო გადაწყვეტილი. გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც შესანიშნავი კარიერა ექნებათ, შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რასაც მივაღწიეთ. ეს გუნდი იმსახურებს საუკეთესოს და ძალიან ბედნიერები ვართ. ამ საღამოს ბევრი გეგმა გვაქვს. როდესაც გამარჯვებას მძიმე სეზონის შემდეგ ზეიმობ, ემოციები კიდევ უფრო ძლიერია“, - თქვა კიტეიშვილმა.

„შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი, მეხუთედ გახდა (1998, 1999, 2011, 2024, 2025), ხოლო მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

ოთარ კიტეიშვილმა ბუნდესლიგის ეგიდით 2024-2025 წლების სეზონში 32 მატჩში 12 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თანაც ზედიზედ მეორედ. გარდა ამისა, ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა, სადაც გოლი გაიტანა, ფრანგული „ლილის“ კარში.

კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს და მეოთხე ტიტული მოიგო: 2024 და 2025 წლებში ზედიზედ ორჯერ ავსტრიის ჩემპიონატი, ხოლო 2023 და 2024 წლებში ასევე ზედიზედ ორჯერ ავსტრიის თასი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096116