ფეხბურთი

23:19 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ძირითადში იყო, მაგრამ ვერ თამაშობს: კვარაცხელიას პრობლემა თასის ფინალამდე

საფრანგეთის თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას უნდა ეთამაშა, მაგრამ ბოლო მომენტში ის შემადგენლობიდან ამოვარდა.

ამის მიზეზი კი, თავის ტკივილია. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, ხვიჩამ სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა, რადგან სამწვრთნელო შტაბმა არ გარისკა. ქართველის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში დეზირე დუე მოხვდა, რომელმაც უსმან დემბელესა და ბრედლი ბარკოლასთან ერთად დააკომპლექტა შეტევის ხაზი. აღსანიშნავია, რომ კვარამ სტადიონი დატოვა და სახლში გაეშურა.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ის სეზონი კი, სადაც მხოლოდ იანვრიდან ითამაშა, 14 შეხვედრაში 4 გოლით და 3 საგოლე პასით დაასრულა.

0.168378