დღეს, 24 მაისს, შვედეთში 2025 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მაჩები გაიმართა.
მასპინძელმა და ტურნირის მთავარმა ფავორიტმა შვედეთმა აშშ-სთან მოულოდნელად 2:6 წააგო, შვეიცარიამ კი დანიას 7:0 მოუგო.
მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალური შეხვედრა კვირას, 25 მაისს გაიმართება. შვედეთისა და დანიის ეროვნული ნაკრებები ბრინჯაოს მედლებისთვის თამაშში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. აშშ და შვეიცარია კი ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.
საინტერესოა, რომ ამერიკელები 91 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.