ფეხბურთი

0:30 | 25.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"შტუტგარტმა" გერმანიის თასი 28-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო

„შტუტგარტმა“ გერმანიის თასი მოიგო. „შვაბებმა“ ბერლინის „ოლიმპიურ სტადიონზე“ მესამე ლიგის ბინადარი „არმინია“ 4:2 დაამარცხეს.

მატჩის ბედი ნახევარ საათში გადაწყდა, როცა სებასტიან ჰიონესის გუნდმა გამოუცდელი მეტოქის შეცდომები გამოიყენა და სამი გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში მათ უპირატესობა ოთახამდე გაზარდეს. ბილეფელდებმა მხოლოდ მატჩის მიწურულს მოახერხეს ორი გოლის გატანა და სხვაობის შემცირება, მაგრამ მარცხს თავი ვერ აარიდეს.

„არმინია“ გერმანიის თასის უდიდესი სენსაცია იყო, მესამე ლიგაში გაატარა სეზონი და ფინალში გავიდა, გზად ბუნდესლიგის ბინადრები, „უნიონი“, „ვერდერი“ და „ლევერკუზენი“ ჩამოიცილა. სხვათა შორის, „არმინიამ“ მესამე ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონს მეორე ბუნდესლიგაში გაატარებს. ასე რომ, ეს სეზონი აქტივში უნდა შევუტანოთ.

„შტუტგარტმა“ გერმანიის თასი ისტორიაში მეოთხედ მოიგო, პირველად 1997 წლის შემდეგ, ხოლო ეს პირველი ტიტულია 2007 წლის შემდეგ, როცა გერმანიის ჩემპიონი გახდა.

„არმინია“ – „შტუტგარტი“ 2:4 (0:3)

გოლები: 0:1 ვოლტემადე (15), 0:2 მილო (22), 0:3 უნდავი (28), 0:4 მილო (66), 1:4 კანია (82), 2:4 ვაგნომანი (85, ა.გ)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091436