ესპანეთის ლიგა ენდესას 33-ე ტურში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნია“ სტუმრად „მურსიასთან“ 93:105 დამარცხდა.
ბურჯანაძემ 28 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 9 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 1-დან 1 სამქულიანი და 10-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორქულიანი ააცილა.
„ლეიმა კორუნია“ 7 მოგებით და 26 წაგებით ბოლო ადგილზეა, ლიგა ენდესაში დარჩენის შანსი დაკარგული აქვს, ხოლო ბოლო ტურში 30 მაისს, „ბასკონიას“ უმასპინძლებს.