„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა ალეხანდრო გარნაჩომ თავის აგენტს ახალი გუნდის პოვნა სთხოვა ევროპა ლიგის ფინალში „ტოტენჰემთან“ (0:1) დამარცხების შემდეგ. კერძოდ, 20 წლის ფეხბურთელს სურდა გაერკვია მადრიდის „რეალში“ გადასვლის შესაძლებლობა. ამის შესახებ Defensa Central წერს.
წყაროს ცნობით, გარნაჩო უკმაყოფილო დარჩა, რომ ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში მოედანზე მხოლოდ 71-ე წუთზე შევიდა. ხაზგასმულია, რომ შესაძლოა, რეალ მადრიდი არ იყოს დაინტერესებული არგენტინელი თავდამსხმელის ტრანსფერით მისი მაღალი სატრანსფერო ღირებულების გამო. ამ შემთხვევაში, გარნაჩოს შესთავაზებენ მადრიდის „ატლეტიკოს,“ „არსენალს,“ „ლივერპულს“ და „ბაიერნს.“
ამ სეზონში გარნაჩომ ყველა ტურნირზე 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელებშიც 11 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.