ფეხბურთი

12:19 | 25.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "კონტე? ქორწინებაში არავის სურს იცოდეს, რომელი ღალატობს, ცოლი თუ ქმარი"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ანტონიო კონტეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, ამჯერად TG1-ის გადაცემაში.

მან კვლავ არაფერი გამორიცხა და ეჭვები იმის შესახებ, რომ კონტე „ნაპოლის“ დატოვებს, ისევ არსებობს:

„წლებია კონტესთან კარგი ურთიერთობა მაქვს და სანამ გუნდში მოვიდოდა, რამდენიმე თვით ადრეც მქონდა მცდელობა, რომ ის დამენიშნა. დარჩება? ქორწინებაში არავის სურს იცოდეს, ცოლი ღალატობს თუ ქმარი. როდესაც კონკრეტულ გარემოში თავს კარგად არ გრძნობ, ის უნდა გამოიცვალო. კონტესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ურთიერთპატივისცემით სავსე. მადლობა მას. ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ „ნაპოლი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა და პირველივე სეზონში გუნდს სკუდეტო მოაგებინა. იტალიელ სპეციალისტს ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093825