ფეხბურთი

12:53 | 25.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბარკოლა: "ვიცოდით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ასეთი მატჩის ჩატარება მნიშვნელოვანი იყო"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებმა ბრედლი ბარკოლამ და ნუნუ მენდეშმა საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ ისაუბრეს.

ბრედლი ბარკოლა: „თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ამ ფინალისთვის კარგად მოვემზადეთ. ვიცოდით, რომ მნიშვნელოვანი იყო შემდეგი ფინალის წინ შესანიშნავი მატჩის ჩატარება და დღეს ეს საუკეთესოდ გავაკეთეთ. როგორი ურთიერთობა მაქვს გულშემატკივრებთან? გულწრფელად რომ ვთქვა, ის საოცარია. მატჩების შემდეგ ყოველ ჯერზე მადლობას ვუხდი მათ იმისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებენ. ისინი მუდმივად გვამხნევებენ, ეს განსაკუთრებულია. ეს საფრანგეთის თასი მათია. ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ისინი გვყავს!“

ნუნუ მენდეში: „კარგია, ეს ლამაზი სტადიონია, დიდებული. ბევრი პარიზელი გულშემატკივარია. ვამაყობთ ჩვენი გუნდით. ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვართ, კიდევ უფრო დიდი მიღწევებისკენ. გულშემატკივრები ჩვენთან არიან, ყველა მატჩში. წავაგებთ თუ მოვიგებთ, ისინი ჩვენს გვერდით არიან. მნიშვნელოვანია, რომ ეს მომენტი მათთან ერთად აღვნიშნოთ.“

შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენმა“ წელს უკვე მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი და საფრანგეთის თასი, წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია, 31 მაისს, „ინტერის“ წინააღმდეგ, ხოლო 14 ივნისიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომლის ჯგუფურ ეტაპზე „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171624