„ნაპოლიში“ კევინ დე ბრუინის ტრანსფერი ძალიან რეალურია. ფაბრიციო რომანომ შესაძლო გარიგების ფინანსური დეტალებიც გაასაჯაროვა.
იტალიელი ინსაიდერის ცნობით, „ნაპოლიმ“ 33 წლის ბელგიელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა: ორი სეზონის განმავლობაში მისი წლიური ხელფასი 6 მილიონი ევრო იქნება, ხოლო მესამე სეზონში 5 მილიონი ევრო. გარდა ამისა, დე ბრუინი 10 მილიონს მიიღებს, როგორც თავისუფალი აგენტი. გამოდის, რომ "ნაპოლი" მას სამ წელიწადში 27 მილიონს სთავაზობს.
სავარაუდოდ, დე ბრუინი მალე მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან მას ჯერ კიდევ აქვს „ჩიკაგო ფაირისგან“ შეთავაზება. თუმცა, ბელგიელი ფიქრობს, რომ მაღალ დონეზე თამაში კვლავ შეუძლია და ევროპაში დარჩენა უფრო მეტად სურს, ვიდრე MLS-ში თამაში.
კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლიდან დღემდე 421 მატჩში 108 გოლის გატანა მოახერხა. ის ინგლისურ გუნდში ბოლო შეხვედრას 25 მაისს, „ფულჰემთან“ ჩაატარებს.