სხვა

16:04 | 25.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი კანოისტების წარმატება: ჩვენი ქვეყნის ანგარიშზე ისტორიული მედალიცაა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე კანოე-კაიაკის საერთაშორისო ტურნირზე ქართველი სპორტსმენები წარმატებით გამოდიან. ჩვენი ქვეყნის ანგარიშზე 7 მოპოვებული მედალია.

შეჯიბრებაში ყველაზე მეტი ოქროს მედალი ალექსადრე წივწივაძემ მოიპოვა. მან 200, 500 და 1000-მეტრიან დისტანციებზე პირველობა არავის დაუთმო.

ასევე ოქრო დაისაკუთრა ნიკოლოზ ოდიშელიძემ, მან ყველას 200-მეტრიან დისტანციაზე აჯობა. ხოლო მანანო პეტრიაშვილი მეორე ადგილზე გავიდა.

ქართველი სპორტსმენებმა ორადგილიანი ნავით გაცურვაში ვერცხლი, ხოლო ოთხადგილიანი ნავით გაცურვაში, ისტორიაში პირველად ოქროს მედალი დაისაკუთრეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.165256